სს „თიბისი ბანკი“ უზრუნველყოფს მისთვის მიწოდებულ კონფიდენციალური ინფორმაციის მაქსიმალურ დაცულობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ბანკი მომხმარებლის პერსონალურ ინფორმაციას ითხოვს საჭიროებიდან გამომდინარე, იმ მოცულობით, რაც საჭიროა ეფექტური მომსახურების გასაწევად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მომხმარებელს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს ინფორმაცია ბანკისგან მისი პერსონალური ინფორმაციის დამუშავების თაობაზე.
ვებ-გვერდზე თქვენი პერსონალური ინფორმაციის მითითებით, ბანკს ანიჭებთ უფლებას, დაამუშავოს და მარკეტინგული მიზნებისთვის გამოიყენოს თქვენ მიერ დაფიქსირებული ინფორმაცია.
ბანკის მხრიდან კონფიდენციალური ინფორმაციის გადაცემა ხორციელდება თქვენი წინასწარი თანხმობით, ან კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
ბანკი მაქსიმალურად ზრუნავს თქვენი პირადი კონფიდენციალური ინფორმაციის უსაფრთხოებასა და გაუმჟღავნებლობაზე, მაგრამ იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ თქვენი მონაცემების დისტანციურად მოწოდების პროცესი არ არის დაშიფრული, ბანკი იხსნის პასუხისმგებლობას მესამე პირების მიერ თქვენი მონაცემების არასანქცირებულ წვდომაზე ამ მონაცემების ბანკისთვის მიწოდების დროს.
ბანკი მაქსიმალურად ზრუნავს თქვენი პირადი ინფორმაციის უსაფრთხოებასა და კონფიდენციალურობაზე, თუმცა იხსნის პასუხისმგებლობას მესამე პირების მიერ აღნიშნული ინფორმაციის არასანქცირებულ წვდომაზე ამ მონაცემების ბანკისთვის მიწოდების დროს (მათ შორის დისტანციური მიწოდებისას გამოყენებულ პლატფორმებზე?)
კონფიდენციალური ინფორმაციის ბანკისთვის მიწოდების დროს, მომხმარებელი ვალდებულია, არ მოახდინოს ისეთი ავტომატური საშუალებების გამოყენება, რამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ბანკის უსაფრთხოებასა და დაცულობას.
ვებ-გვერდის სტუმრობისას, თქვენ მიერ დატოვებული ნებისმიერი „ელექტრონული ნაკვალევი“, შესაძლოა გამოყენებულ იქნას ბანკისთვის დამახასიათებელი ტექნიკური ოპერაციების განსახორციელებლად, სტატისტიკის საწარმოებლად, ან საიტის ხარისხის გასაუმჯობესებლად.
ბანკის მიერ ადმინისტრაციული ფუნქციების ეფექტურად შესასრულებლად, შესაძლოა თქვენ მიერ გამოგზავნილ იქნას პერსონალური მონაცემები ბანკის ელექტრონულ ფოსტაზე. გაცნობებთ, რომ ბანკი არ არის პასუხისმგებელი, გადაცემის პროცესში, მესამე პირის არასანქცირებული ჩარევის შედეგად, აღნიშნული ინფორმაციის უკანონო მოპოვებაზე, ან იმ ინფორმაციაზე, რომელიც მომხმარებელმა თავადვე გახადა საჯარო, ან გაავრცელა ნაკლებად უსაფრთხო ელექტრონული საშუალებებით.
წინამდებარე წესებსა და პირობებზე დათანხმებით, მომხმარებელი ადასტურებს ბანკისთვის მინიჭებულ უფლებას, ბანკი დაუკავშირდეს ან/და გაუგზავნოს მომხმარებელს შეტყობინება (მათ შორის, ელექტრონული ფორმით: მოკლე ტექსტური შეტყობინება, ელექტრონული ფოსტა) ვებ-გვერდზე მითითებული პროდუქტისა, თუ მომსახურების თაობაზე.
ვებ-გვერდზე მითითებული ბმულები
ბანკი უფლებამოსილია ვებ-გვერდზე მიუთითოს ჰიპერბმულები, მესამე პირის მფლობელობაში არსებული ვებ-გვერდების ბმულები, თქვენივე ინფორმირებულობის უზრუნველსაყოფად.
მესამე პირის მფლობელობაში არსებული ბმულები და მათზე მითითებული ინფორმაცია, არ ექვემდებარება ბანკის კონტროლს, ხოლო მათზე მოცემული პროდუქტებისა და შინაარსის სიზუსტე არ წარმოადგენს ბანკის პასუხისმგებლობის საგანს. შესაბამისად, თქვენ ხართ პასუხისმგებელი მესამე პირების რესურსებზე/ვებ-გვერდზე არსებული წესებისა და პირობების გაცნობაზე.
ვებ-გვერდის საშუალებით მომხმარებელს საშუალება აქვს, გადამისამართდეს სს „თიბისი ბანკის“ ინტერნეტბანკში, რომლით სარგებლობის წესები და პირობები ხელმისაწვდომია სს „თიბისი ბანკის“ ვებ-გვერდზე
www.tbcbank.ge;
ცვლილების განხორციელება
ბანკი უფლებამოსილია ცვლილება შეიტანოს წინამდებარე წესებსა და პირობებში მომხმარებელთათვის წინასწარი შეტყობინების გარეშე.
მომხმარებელი პასუხისმგებელია რეგულარულად გაეცნოს წინამდებარე წესებსა და პირობებს. თქვენ მიერ ვებ-გვერდზე სტუმრობა/მითითებული ინფორმაციის გამოყენება ავტომატურად ნიშნავს თქვენს დათანხმებას წინამდებარე წესებისა და პირობების მოთხოვნებზე.
მარეგულირებელი სამართალი და იურისდიქცია
წინამდებარე წესები და პირობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.
დავის წარმოშობის შემთხვევაში, საქმეს განიხილავს საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
წინამდებარე დანაწესების კონკრეტული ჩანაწერის ბათილობა არ იწვევს წესებისა და პირობების სხვა დათქმების ბათილობას.
საკონტაქტო ინფორმაცია
ნებისმიერი კითხვის არსებობის შემთხვევაში, რაც უკავშირდება წინამდებარე წესებსა და პირობებს და ვებ-გვერდზე მითითებულ ინფორმაციას, გთხოვთ, მოგვმართოთ წერილობითი სახით მისამართზე: თბილისი, ატენის ქ. 2, ან მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით:
info@tbcbank.com.ge
“სს „თიბისი ბანკის“ მომსახურებით სარგებლობისას მომხმარებელთა დაცვის, კიბერუსაფრთოებისა და კონფიდენციალურობის დაცვის პრინციპები ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე
www.tbcbank.ge”